უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. პუშკინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 57 წლის ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
მეზობლები ამბობენ, რომ ქალი ფანჯრის წმენდის დროს გადავარდა.
„ფანჯარას წმენდდა, კიბეზე იყო ასული. სავარაუდოდ კიბეს საყრდენი გამოეცალა და ფანჯრისკენ გადახრილი ქალი გადავარდა“, – ამბობენ მეზობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.