ბათუმში „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
ბათუმში „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საარჩევნო სამზადისს იწყებენ. ბურჯანაძეს იმედი აქვს, რომ აჭარაში მის პარტიას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. ის ამბობს, რომ 2020-ში პარტია დაიცავს თავის ხმებს, რაც 2016 წელს ვერ მოახერხა.
„აჭარაში არჩევნებისათვის მზადება დაწყებული გვაქვს. დღეს მნიშვნელოვანი დღეა. აჭარის ორგანიზაციის კონფერენციაა, სადაც განახლებული საბჭოს შემადგენლობას და აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ავირჩევთ. მინდა, მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას, რათა წლების განმავლობაში მხარდაჭერა გვაქვს. მათი პრობლემების შესახებ ყველაზე კარგად ვიცი“,- განაცხადა ბურჯანაძემ
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციას გიორგი ცინცქილაძე უხელმძღვანელებს, რომელიც დაარსებიდან ამ პარტიის წევრია და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატიც სწორედ პარტიის კვოტით ერგო.