რუსთავში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართა
რუსთავში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ რუსთავში დღეს ქვემო ქართლის რეგიონული კონფერენცია გამართა.

ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები გააცნო და ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი, ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გამგეობის წევრები – რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ნინო ვარდოსანიძე, ბაია კვიციანი, ნაირა მარშანია, ირმა ზავრადაშვილი, ნინო იობაშვილი, თამარ ტალიაშვილი, ხატია წილოსანი.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიაში.