ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 84-წლამდე ქალი გაძარცვეს.
როგორც დაზარალებულის მეზობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მძარცველებმა ქალი სკამზე დააბეს და ოქრო წაიღეს.
მათივე თქმით, მძარცველებმა ქალს განუცხადეს, რომ გაზის კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ.
„ამ სახლში აფხაზეთიდან დევნილები ვცხოვრობთ. მძარცველები სახლში მოტყუებით შევიდნენ და მოხუც ქალს განუცხადეს, რომ გაზის კომპანიის წარმონადგენლები იყვნენ. ჩემი მეზობელი სკამზე დააბეს და ოქრო წაიღეს. მან მოახერხა კარის გაღება და მეზობლებს შეგვატყობინა ფაქტი“,- აცხადებენ მეზობლები.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.