პარიზის ცენტრში საიუველირო მაღაზია გაძარცვეს - წაღებულია 2 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა
პარიზის ცენტრში საიუველირო მაღაზია გაძარცვეს - წაღებულია 2 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა

პარიზის ცენტრში, შანზ-ელიზეს გამზირთან მდებარე ერთ-ერთი უძველესი საიუველირო ბრენდის, Chaumet-ის მაღაზია გაძარცვეს.

შესაბამის ინფორმაციას მედია პარიზის პროკურორის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული მონაცემებით, წაღებულია 2 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა.

როგორც გამოცემა „ლე პარიზიენი“ წერს, შეიარაღებული პირი მაღაზიაში სკუტერით სამუშაო საათებში, დაახლოებით 17:10 საათზე მივიდა.

პროკურორის ოფისის ცნობით, დაწყებულია გამოძიება. საიუველირო კომპანია Chaumet ჰოლდინგ LVMH-ის საკუთრებაშია.