ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალიდან კიდევ რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალიდან კიდევ რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა

„საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების აქტივობა დაიწყო. სამართალდამცველებმა გადაკვეთეს ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული ტერიტორია და მივიდნენ შენობასთან, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავდა აყვანილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შენობიდან მძევლების გარკვეული ნაწილი გამოჰყავთ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელთან მოლაპარაკების შედეგად, რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელს სულ 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.