საბერძნეთში, ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთში, ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში, ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოძიებულია ძარცვის 18 შემთხვევა. საერთო ჯამში, მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 190 000 ევროს შეადგენს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა უმრავლესობა ანალოგიური ბრალდებით წარსულშიც არის ნასამართლევი.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დამნაშავეეები ჯგუფურად მოქმედებდნენ და თითოეულ მათგანს საკუთარი როლი ჰქონდა.