ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 60 წლის მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.