ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა
ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. წელს ასეთი შემთხვევა უკვე მეექვსედ დაფიქსირდა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კვლევის ჩატარება, რა იწვევს დელფინების სიკვდილს.

„ძუძუმწოვრების სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევა წელს უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. გასულ წელს კი 120 შემთხვევა იყო. აუცილებელია, ბიოუსაფრთხოების მიზნით, დაუყოვნებლივ მოხდეს გამოკვლევა, რა იწვევს დელფინების მასობრივ გამორიყვას. მეტი უსაფრთხოებაა საჭირო, რადგან ზამთარში საქართველოს სანაპიროზე ძუძუმწოვრები გამოზამთრების მიზნით იყრიან თავს და აუცილებელია, კვლევა ჩატარდეს“, – განაცხადა ბიოლოგიის დოქტორმა, არჩილ გუჩმანიძემ.