ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების პროცესი იმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმის განხილვა მიმდინარეობს.
გუშინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, კერძოდ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს.
მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სამი პირი მამუკა ცეცხლაძე, გიორგი ჯინისიანი და გურამ ჩოლაქოღლი ათას-ათასი ლარით დააჯარიმა. აქედან ორმა აღიარა დანაშაული, ერთმა კი, დუმილის უფლებით ისარგებლა.
ცხრა პირი ბათუმი-სარფის მაგისტრალის ახალსოფლის მონაკვეთზე დააკავეს, სადაც ლავასოღლის მხარდამჭერებმა გზის გადაკეტვა სცადეს.