ბათუმის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები სასტუმროებში​ არიან გადაყვანილი
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები სასტუმროებში​ არიან გადაყვანილი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და ფერიისა და მეჯინისწყლის მდინარეების ადიდება გამოიწვია.

თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის ადიდების შედეგად, რამდენიმე მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა.

მეწყრული პროცესები განვითარდა კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.

„დაზარალებული ოჯახები გადაყვანილები არიან სასტუმროებში. ბათუმის მერიის სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები. ბათუმის მუნიციპალური სერვისცენტრების მენეჯერები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ მონიტორინგსა და ზარალის აღრიცხვას, რის შემდეგაც დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ.

დილიდან დაიწყო ქუჩების, კერძო და მრავალბინიანი ეზოების შლამისა და ტალახისგან მორეცხვის სამუშაოები. დაწყებულია დაზიანებული გზების, ქვაფენილისა და ბორდიურების აღდგენითი სამუშაოები“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.