ბათუმში ძლიერი ქარის გამო ხეები წაიქცა, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა და რამდენიმე შენობის სახურავი
ბათუმში ძლიერი ქარის გამო ხეები წაიქცა, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა და რამდენიმე შენობის სახურავი

ძლიერი ქარი იყო ბათუმში. სხვადასხვა ქუჩაზე ხეები წაიქცა, რის გამოც დაზიანდა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა.

ხეების წაქცევის გამო, რამდენიმე ქუჩაზე შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ძლიერი ქარის გამო, ასევე დაზიანებულია რამდენიმე შენობის სახურავი. დაზიანდა ავტობუსის მოსაცდელიც.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ქალაქში არსებულ ვითარებას ეცნობა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.