ბათუმის კლინიკაში 17 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მიიყვანეს
ბათუმში კლინიკა „მედინაში“ 17 წლის მოზარდს ოპერაცია უტარდება. იგი საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანეს. ახალგაზრდას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია.
„ახალგაზრდას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აქვს, მას ყბის არეში 5 მასრა ჰქონდა“.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, თუმცა ახლობლები ვერსიებზე არ საუბრობენ. სკოლის დირექტორი ეჭვობს, რომ შემთხვევა სავარაუდოდ, ინტერნეტთამაშებს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.