ალენ დელონის სახლიდან სამართალდამცველებმა 72 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 3 000-ზე მეტი ტყვია ამოიღეს
ალენ დელონის სახლიდან სამართალდამცველებმა 72 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 3 000-ზე მეტი ტყვია ამოიღეს

ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 72 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 3 000-ზე მეტი ტყვია ამოიღეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, მსახიობს პარიზიდან 135 კმ-ში მდებარე საკუთარ სახლში სასროლეთიც ჰქონდა მოწყობილი.

ამასთან, პროკურატურის განმარტებით, 88 წლის ალენ დელონს იარაღის ფლობის ნებართვა არ ჰქონდა.

მედიის ცნობით, მსახიობი 2019 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ, ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის, მას ასევე კიდევ ერთი სერიოზული დაავადება აქვს, თუმცა არ საჯაროვდება, კონკრეტულად რა დაავადებაზეა საუბარი.