ბათუმი 2023 წელს ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards უმასპინძლებს
ბათუმი 2023 წელს ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards უმასპინძლებს

ბათუმი ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards უმასპინძლებს. ევროპის გალა ცერემონია აჭარაში 2023 წელს გაიმართება.

ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ იქნა მიღწეული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, 2023 წელს, ჩვენი რეგიონი, აჭარა და კერძოდ ბათუმი უმასპინძლებს მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულ, ტურიზმის ოსკარის გალა ღონისძიებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებით, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაჩქარებთ როგორც ეკონომიკის, ასევე ტურიზმის აღდგენას. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ბათუმმა 2019 წელს მიიღო ძალიან პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ. ამ ღონისძიების ბათუმში გამართვით ჩვენ გვექნება საშუალება, ვუმასპინძლოთ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ტურიზმის ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

2019-2020 წელს, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა.