ბაშარ ასადმა ვლადიმერ პუტინს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, სამძიმრის წერილი მისწერა
ბაშარ ასადმა ვლადიმერ პუტინს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, სამძიმრის წერილი მისწერა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა ვლადიმერ პუტინს სამძიმრის წერილი მისწერა. ასადი მწუხარებას გამოთქვამს სირიის სანაპიროსთან რუსული თვითმფრინავის, „ილ -20“ ის ჩამოგდების შედეგად დაღუპული რუსი ჯარისკაცების გამო. მისი თქმით, რუსი სამხედროები გმირები არიან.

„ეს უბედური შემთხვევა არის ისრაელის ქედმაღლობის შედეგი, ისინი საზიზღარი მიზნების მისაღწევად , ყოველთვის, ყველაზე ბინძურ საშუალებებს იყენებენ“,- წერს ასადი.

შეგახსენებთ, რუსული „ილ-20“ , რომლის ბორტზეც 15 რუსი სახმედრო იმყოფებოდა, სირიის სანაპიროსთან 18 სექტემბერს ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. ისრაელმა ეკიპაჟის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა, თუმცა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა სირიას, ირანსა და რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ეკისრება.