ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო ბრიგადა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში დილის საათებში გაჩნდა. შემდეგ კი სხვა მაღაზიებზეც გავრცელდა.
ხანძრის შედეგად დაიწვა 10 მაღაზია. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.