ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა

11:29, 19.06.2018

ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო ბრიგადა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში დილის საათებში გაჩნდა. შემდეგ კი სხვა მაღაზიებზეც გავრცელდა.

ხანძრის შედეგად დაიწვა 10 მაღაზია. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მსგავსი