ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთზე მატარებელი ამჯერად თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ გაივლის
ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთზე მატარებელი ამჯერად თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ გაივლის. ტვირთი თურქეთის ქალაქ მერსინის პორტიდან ბაქოს მიმართულებით უკვე გაიგზავნა, – იუწყება Hurriyet Daily.
შემადგენლობაში 16 ვაგონი და 32 კონტეინერია. 650 ტონა ტვირთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისგან და კერამიკული მასალებისგან შედგება.
თურქეთის რკინიგზის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი მაგისტრალის მეშვეობით მატარებელს ბაქოში ტვირთის ჩატანა 75-80 საათში, თურქმენეთამდე 100 საათში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანამდე კი 180 საათში შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი ოფიციალურად 30 ოქტომბერს ამოქმედდა.
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რომ სამგზავრო გადაყვანა მარშრუტზე, სავარაუდოდ, 2018 წლის პირველი ნახევრის ბოლოს დაიწყება.