ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა.

მატარებელმა ბაქოდან ყარსში 20 კონტეინერში ჩატვირთული 632 ტონა პლასტმასის ნედლეული ჩაიტანა.

მატარებელი ყარსის სადგურზე ადგილობრივი დროით 04:50 საათზე ჩავიდა, საიდანაც შესაბამისი საბაჟო შემოწმების შემდეგ ლოგისტიკურ ცენტრში გადაიყვანეს.

თურქული მედია წერს, რომ რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის 184 კმ-ის მოდერნიზაციასა და გაფართოებაზე მუშაობა 2023 წლის მაისიდან მიმდინარეობს და მიმდინარე წლის 20 მაისს დასრულდა. სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სიგრძე 829 კმ-ია, საიდანაც 504 კმ გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 246 კმ – საქართველოზე, ხოლო 79 კმ – თურქეთზე.

თურქული მედია წერს, რომ ახალმა გზამ შესაძლებელი გახადა, საგრძნობლად შეემცირებინა საქონლის მიწოდების დრო აზიასა და ევროპას შორის 15 დღემდე.