რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თანამედროვე აბრეშუმის გზის აღორძინების მიზნით ჩვენი ძალისხმევა უცვლელად გრძელდება, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამ ძალისხმევის ყველაზე კონკრეტული გამოვლინებაა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თანამედროვე აბრეშუმის გზის აღორძინების მიზნით ჩვენი ძალისხმევა უცვლელად გრძელდება, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამ ძალისხმევის ყველაზე კონკრეტული გამოვლინებაა

თანამედროვე აბრეშუმის გზის აღორძინების მიზნით ჩვენი ძალისხმევა უცვლელად გრძელდება და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამ ძალისხმევის ყველაზე კონკრეტული გამოვლინებაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქმენეთში, „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აშკარაა ზენგეზურის დერეფნის მნიშვნელობა, რომელიც დაამყარებს პირდაპირ საგზაო კავშირს რეგიონის ქვეყნებს შორის.

„ჩვენი ძალისხმევა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და თანამედროვე აბრეშუმის გზის აღორძინების მიზნით ჩვენს რეგიონში უცვლელად გრძელდება. კასპიის ზღვის გადაკვეთით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური დერეფნის ინიციატივა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომელსაც თურქეთი ხელმძღვანელობს, ამ მხრივ ჩვენი ძალისხმევის ყველაზე კონკრეტული გამოვლინებაა“, – აღნიშნა ერდოღანმა.