ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით, პირველი თურქული სატვირთო მატარებელი ჩინეთში ჩავა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით, პირველი თურქული სატვირთო მატარებელი ჩინეთში ჩავა. თურქული მედიის ინფორმაციით, საექსპორტო საქონლით დატვირთული მატარებელი თურქეთიდან 4 დეკემბერს გავა და ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის გავლით 8 693 კილომეტრს დაფარავს.

თურქული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მატარებელი გადაკვეთს ორ კონტინენტს, ორ ზღვას, ხუთ ქვეყანას და ჩინეთში ტვირთს 12 დღეში ჩაიტანს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ნოემბერში სატრანზიტო მატარებელი ჩინეთიდან პრაღაში გაემგზავრა.

„თურქეთი გააგრძელებს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის კიდევ უფრო გაღრმავების და რეგიონში ცენტრალური პოზიციის განმტკიცების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი