ბანოჯაში გზისა და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ბანოჯაში გზისა და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარების მოთხოვნით აქცია გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები სოფელში გზისა და წყალმომარაგების პრობლემებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გზა იმდენად დაზიანებულია, რომ სასწრაფოს ექიმებს ფეხით სიარული უწევთ, ტაქსის მძღოლები კი, ტარიფზე ორი ლარით ზედმეტის გადახდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ავტობუსები არსებული პრობლემის გამო ბანოჯაში არ დადიან.

იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს პერიოდში გზის დაგება არ დაიწყება, სოფლის მოსახლეობა წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას აპირებს.