ბანგლადეშში საკვებისა და სასმელების მწარმოებელ ქარხანაში ხანძრის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ბანგლადეშში საკვებისა და სასმელების მწარმოებელ ქარხანაში ხანძრის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში საკვებისა და სასმელების მწარმოებელ ქარხანაში ხანძრის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, პოლიციაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, შენობაში ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება. ქარხანასთან შეკრებილი არიან საწარმოს თანამშრომელთა ოჯახის წევრები. ჯერ უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში.

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკას მახლობლად მდებარე საწარმოს შვიდსასრთულიან შენობაში ხანძარი 8 ივლისის საღამოს გაჩნდა. მეხანძრეებმა 9 ივლისის დილისთვის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა მოგვიანებით ცეცხლი კვლავ გაძლიერდა.

ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი შესაძლოა, შემდუღებელი სამუშაოები გამხდარიყო.