ბანგლადეშში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიღუპა
ბანგლადეშში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბანდგლადეშის დედაქალაქ დაკაში ხანძარი თავდაპირველად ერთ-ერთ რესტორანში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა მიმდებარე მრავალსართულიან კორპუსზე.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.