ბანგლადეშში ბორანზე ხანძარს სულ მცირე 38 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთში, მდინარე სუგანდაზე მოხდა. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ხანძარი ბორანზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ხომალდის სამანქანე განყოფილებიდან გავრცელდა.
ხანძრის შედეგად ჰოსპიტალიზებულია 50-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ასევე არიან დაკარგულები.