ბალტიისპირეთში ნატო-ს ახალი მრავალეროვნული დივიზია Nord-ი იქმნება. დივიზიის შტაბი ლატვიის სამხედრო ბაზა „ადაჟი“-ს ბაზაზე შეიქმნება და მის შემადგენლობაში ლატვიის, ესტონეთის და დანიის სამხედრო მოსამსახურეები შევლენ.
შტაბი ნატო-ს სარდლობის ქსელის ნაწილი გახდება და პასუხისმგებელი იქნება რეგიონის თავდაცვის გაძლიერებაზე. დივიზიის ამოცანა იქნება თავდაცვის დაგეგმვა, სამხედრო სწავლებების ორგანიზება და განხორციელება და ესტონეთის, ლატვიისა და დანიის სამხედროების ურთიერთქმედების გაუმჯობესება, თავდაცვითი დავალებების შესრულებისას.