იენს სტოლტენბერგი - NATO-ს შენაერთები აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში დარჩებიან, ვიდრე საჭიროდ ჩავთვლით
იენს სტოლტენბერგი - NATO-ს შენაერთები აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში დარჩებიან, ვიდრე საჭიროდ ჩავთვლით

NATO-ს შენაერთები აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში დარჩებიან, ვიდრე ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კანადურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია კონკრეტული ვადის განსაზღვრა, როდემდე დარჩება გაზრდილი სამხედრო კონტინგენტით NATO-ს წარმომადგენლობა ბალტიისპირეთსა და უკრაინაში.
სტოლტენბერგი ასევე გამოეხმაურა გერმანულ მედიაში გავრცელებულ NATO-ს საიდუმლო ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ალიანსს არ აქვს პოტენციალი აღმოსავლეთ ევროპაში მის წევრ ქვეყნებზე იერიშის შემთხვევაში ოპერატიულად განალაგოს დამატებითი კონტინგენტი.

„ალიანსი მზადაა დაიცვას ყველა მოკავშირე ქვეყანა ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში. იმის ფონზე, რომ საშიშროებები და ვითარება უსაფრთხოების კუთხით იცვლება, NATO-ც იცვლება. პირველად ჩვენი ისტორიის განმავლობაში ვანაწილებთ სამხედრო კონტინგენტს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ასევე ვამყარებთ შესაძლებლობას ჩვენი ძალების გადაადგილების კუთხით როგორც ევროპის, ასევე ჩრდილოატლანტიკური რეგიონის ფარგლებში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი საკვანძო როლს ასრულებს ტერორიზმთან ბრძოლაში მსოფლიოს მასშტაბით. ასევე ცდილობს არ დაუშვას ავღანეთის გადაქცევა საერთაშორისო ტერორისტების თავშესაფრად.