იენს სტოლტენბერგი - პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე თავდასხმას ნატო-ს ყველა მოკავშირის პასუხი მოჰყვება
იენს სტოლტენბერგი - პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე თავდასხმას ნატო-ს ყველა მოკავშირის პასუხი მოჰყვება

პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე თავდასხმის შემთხვევაში, ნატო-ს ყველა მოკავშირის პასუხი მოჰყვება, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლონდონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე გამოქვეყნებულ ინტერვიუში გააკეთა.

„პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატო-ს ძალების დისლოციებით, ჩვენ ძლიერ სიგნალს ვუგზავნით რუსეთს: პოლონეთზე, ან ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე თავდასხმას ნატო-ს ყველა მოკავშირის ერთიანი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამავე ინტერვიუში ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა „ნატო-ს ჩანაცვლება აზრს მოკლებულია“.