ბაკურიანში ყინულის მოედნის პროექტს კანადური კომპანია მოამზადებს. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულად კი „Westincor Limited“ გამოცხადდა.
ხელშეკრულების ღირებულება 196 430 დოლარია. მრავალფუნქციური მოედნის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და საბაზისო პროექტის მომზადება 4-თვიან ვადაში უნდა მოხდეს. ამის შემდეგ კი, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ჰოკეის არენა საციგურაო მოედნით სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის იქნება განკუთვნილი. ტრიბუნები მინიმუმ 2300 ადამიანზე იქნება გათვლილი. იგეგმება ბოულინგის, გასახდელების, რესტორნის, პარკინგისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა.