ახალი პროექტის, ყინულის მოედნის პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT
ახალი პროექტის, ყინულის მოედნის პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT

28 თებერვალს სპორტკომპლექს „არენა 1-ში“,  „სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა“ და „საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის“ ერთობლივი პროექტის, ყინულის მოედნის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია, დამსწრე საზოგადოებას ფონდის თავმჯდომარემ, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და არენის დამფუძნებელმა გურამ გოგოლაძემ გააცნეს. ყინულის ახალი დარბაზი სპორტკომპლექს „არენა 1-ში“ მოეწყობა, მშენებლობა კი დაახლოებით 2 თვეში დასრულდება.

უმაღლესი სტანდარტებით მოწყობილ დარბაზში ვარჯიშის საშუალება,  ზამთრის სპორტის სახეობების წარმომადგენელ სპორტსმენებს ექნებათ.