ბახმაროში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღემატება.
ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ამჟამად ბახმაროში იმყოფება რამდენიმე ოჯახი, არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. მისივე თქმით, ადგილზე მყოფები დახმარებას ითხოვენ, რათა ბახმაროდან გამოსვლა შეძლონ.
„ხელისუფლების წარმომადგენლები თვალს ვადევნებთ სამუშაოებს. იქ დაახლოებით 35 ოჯახი იმყოფება. სამუშაოები რამდენიმე საათში დასრულდება და ყველა მათგანს გამოვიყვანთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.