ბახმაროში თოვლის გამო ჩარჩენილი რამდენიმე ოჯახი გამოიყვანეს, – ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე ამ დრომდე მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა.
„გამოყვანილია არაერთი ოჯახი. არიან ქალები და ბავშვებიც. ადგილზე რჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც ბახმაროს დატოვებაზე უარი განაცხადა. უკვე გამოიდარა. მუნიციპალური ტექნიკა უკვე ასრულებს სამუშაოებს“, – ირაკლი კუჭავამ.
ბახმაროში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღემატებოდა.