ბახმაროში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები გვიან ღამით დასრულდა.
ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, ბახმაროში იმყოფებოდა 200-მდე ადამიანი, რომლებიც უამინდობის გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
„ბახმაროში ჩარჩენილი მოქალაქეები შეძლებენ უსაფრთხოდ გადაადგილებას. გუშინ, გვიან ღამემდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამუშაოები.
ჩვენთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
უკვე გზა გაწმენდილია და გადაადგილების პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.