„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ ფრანქფურტის „აინტრახტის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი მიუნხენურ კლუბში ანალოგიურ პოსტს დაიკავებს. როგორც „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 46 წლის სპეციალისტთან სამი წლით გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ძალაში ამა წლის პირველი ივლისიდან შევა.
კოვაჩი „ბაიერნში“ 2001-2003 წლებში თამაშობდა. მან „აინტრახტი“ 2016 წლის მარტში ჩაიბარა. ახლა გუნდი მეხუთე ადგილზეა ბუნდესლიგის ცხრილში და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
ცნობილი გახდა, რომ „ბაიერნმა“ „აინტრახტს“ კომპენსაციის სახით 2.2 მილიონი ევრო გადაუხადა.
ამჟამად, მიუნხენურ კლუბს 72 წლის იუპ ჰაინკესი წვრთნის, რომელიც აპოსტს მ სეზონის შემდეგ დატოვებს.