ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჯამალ მუსიალას პრემიერლიგაში გადასვლა სურს #1TVSPORT
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჯამალ მუსიალას პრემიერლიგაში გადასვლა სურს #1TVSPORT

ბრიტანული გამოცემის, Mirror-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნის“ 21 წლის თავდამსხმელი ჯამალ მუსიალა კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

წყაროს ცნობით, მუსიალას ინგლისის პრემიერლიგაში სურს გადასვლა და ფეხბურთელის მხარე ეცდება, მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანული გრანდი დატოვოს.

მუსიალა ლონდონის „ჩელსის“ აღზრდილია და 2019 წლამდე ლონდონური გუნდის აკადემიაში ირიცხებოდა. მას ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია და შეეძლო, ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურიც მოერგო, თუმცა არჩევანი გერმანიის ეროვნულ ნაკრებზე შეაჩერა.

ფეხბურთელის შეძენა ამ მომენტისთვის „ლივერპულსa“ და „მანჩესტერ სიტის“ სურთ. „ბაიერნიც“ დანებებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში მას გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს.

ჯამალ მუსიალას სატრანსფერო ფასი ამ მომენტისთვის 110 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 28 შეხვედრა ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.