ტუხელი „ბაიერნიდან“, შესაძლოა, სეზონის დასრულებამდე გაუშვან #1TVSPORT
ტუხელი „ბაიერნიდან“, შესაძლოა, სეზონის დასრულებამდე გაუშვან #1TVSPORT

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, შესაძლოა, მიუნხენური კლუბი სეზონის დასრულებამდე დატოვოს.

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტუხელის ბედი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ლაციოსთან“ გასამართ საპასუხო მატჩზე იქნება დამოკიდებული. „ლაციოსთან“ დამარცხების შემთხვევაში „ბაიერნის“ ხელმძღვანელები სეზონის დასრულებას არ დაელოდებიან და მთავარ მწვრთნელს გაათავისუფლებენ.

გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ბაიერნი“ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა და „ლევერკუზენს“ ათი ქულით ჩამორჩება.