თომას მიულერი - „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია #1TVSPORT
თომას მიულერი - „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია #1TVSPORT

ხვალ, 5 მარტს „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური საგზურის მოსაპოვებლად „ლაციოს“ საპასუხო მატჩში უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ მიუნხენელებმა რომაელებთან 1/8-ფინალის პირველი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით დათმეს (0:1).

„ბაიერნის“ თავდამსხმელს, თომას მიულერს მიაჩნია, რომ მის გუნდი „ლაციოს“ ბარიერის დაძლევს და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლას მოახერხებს.

„მეტოქე ერთი გოლით გვისწრებს. ეს, რა თქმა უნდა, გაცნობიერებული გვაქვს, მაგრამ „ბაიერნს“ „ლაციოს“ ბარიერის გადალახვა და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია. მთავარია, რკინისებური დისციპლინა გამოვავლინოთ. ჩვენს არენაზე კი ჩემპიონთა ლიგის საღამოები ყოველთვის გამორჩეულია ხოლმე“, – მიაჩნია თომას მიულერს.

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, შესაძლოა, მიუნხენური კლუბი სეზონის დასრულებამდე დატოვოს და მისი ბედი სწორედ „ლაციოსთან“ დაპირისპირებაში გადაწყდება.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მიუნხენელები მათთვის უჩვეულო, მეორე ადგილზე იმყოფებიან და სატურნირო ცხრილის ლიდერს, „ლევერკუზენს“ ათი ქულით ჩამორჩებიან.