„ჰოფენჰაიმის“ თავდამსხმელი არმინდო ზიბი „ბაიერნში“ გადავიდა, – ინფორმაციას თავად მიუნხენური კლუბი, ტვიტერის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
არმინდო ზიბი 17 წლისაა და ასპარეზობას მიუნხენელთა ახალგაზრდული გუნდიდან დაიწყებს.
მიმდინარე სეზონში არმინდო ზიბმა ბუნდესლიგის U-17 -ში 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ათი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.