მიუნხენის “ბაიერნმა” “სევილიასთან” მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ფავორიტის სტატუსი გაამართლა.
სტუმრად პირველი მატჩის 2:1 მოგების შემდეგ, მიუნხენურმა კლუბმა შინ განმეორებით შეხვედრაში ძალების დაზოგვით ითამაშა. მიუხედავად ამისა, 17 დარტყმა მოახერხა და აქედან ექვსი იყო ზუსტი.
ყველაზე მთავარი, რაც “ბაიერნმა” გააკეთა ის იყო, რომ მეტოქეს ერთხელაც არ დაარტყმევინა ზუსტად.
მიუნხენელ გულშემატკივრებს ერთადერთი სანერვიულო მომენტი მაშინ ჰქონდათ, როცა მეორე ტაიმში კორეამ ძელს გაარტყა ბურთი.
საბოლოოდ, ფრე 0:0 და ორ მატჩში ჯამში “ბაიერნის” 2:1 მოგება.
გერმანიის ჩემპიონი შეუერთდა “რომას”, “ლივერპულსა” და “რეალს” და ნახევარფინალში გავიდა.
ამ ეტაპის წილისყრა პარასკევს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.