გერმანიის თასის გათამაშებაში მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. პირველი ნახევარფინალისტი მიუნხენის “ბაიერნი” გახდა.
ბუნდესლიგის ლიდერმა სტუმრად ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა “პადერბორნს“, რომელიც მესამე ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა.
მიუნხენელთა რიგებში დუბლი შეასრულა არიენ რობენმა. თითო გოლი გაიტანეს კინგსლი კომანმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ჯოშუა კიმიხმა და კორენტენ ტოლისომ.
აღსანიშნავია, რომ რობენს ბოლო გოლი გერმანიის თასზე 1361 დღის წინ ჰქონდა გატანილი – 2014 წლის ფინალში.
“ბაიერნმა” ფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მეცხრე სეზონში მოიპოვა.