დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგის გათამაშება განახლდა. მეორე წრე ლიდერის მატჩით გაიხსნა – მიუნხენის “ბაიერნი” სტუმრად ეთამაშებოდა მეოთხეადგილოსან “ლევერკუზენს” და ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო.
იუპ ჰაინკესის გუნდმა ანგარიში 32-ე წუთზე ხავი მარტინესის გოლით გახსნა. 59-ე წუთზე ფრანკ რიბერიმ ორამდე გაზარდა სტუმრების უპირატესობა. ამის შემდეგ, კევინ ფოლანდმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ “ლევერკუზენმა” თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო, პირიქით, 90-ე წუთზე ხამეს როდრიგესისგან კიდევ ერთი ბურთი მიიღო და 1:3 დამარცხდა.
რიბერიმ “ბაიერნის” შემადგენლობაში 113-ე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მან მარიო გომესს გაუსწრო და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების TOP10-ში შევიდა. ამ სიის ლიდერი გერდ მიულერია 525 გოლით.
“ბაიერნი” აგრძელებს ლიდერობას გერმანიის ჩემპიონატში. მისი უპირატესობა უახლოეს მდევართან 14 ქულამდე გაიზარდა.