ბაჰრეინში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ (CNN) ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამივე ინფიცირებული ირანში იმყოფებოდა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს: იმ შემთხვევაში, თუ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანში იმყოფებოდნენ, შინიდან გასვლისგან თავი შეიკავონ და ე.წ. კარანტინში დარჩნენ.
ბაჰრეინში კორონავირუსით ამ ეტაპზე 26 ადამიანია დაინფიცირებული.