ბაჰრეინში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

11:53, 26.02.2020

ბაჰრეინში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ (CNN) ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამივე ინფიცირებული ირანში იმყოფებოდა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს: იმ შემთხვევაში, თუ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანში იმყოფებოდნენ, შინიდან გასვლისგან თავი შეიკავონ და ე.წ. კარანტინში დარჩნენ.

ბაჰრეინში კორონავირუსით ამ ეტაპზე 26 ადამიანია დაინფიცირებული.

მსგავსი