ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
„ევექსის“ კლინიკაში მოთავსებული საშუალო ასაკის მამაკაცი საოპერაციოში შეჰყავთ.
რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, მისი მდგომარეობა მსუბუქია.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, 15 წლამდე მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მათივე ცნობით, მოზარდს უმნიშვნელო დაზიანება აქვს ფეხის არეში და ახლა ყველა საჭირო კვლევა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია).