თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მომდევნო თვიდან, დაახლოებით აპრილის ბოლოდან, ბაგების საბაგირო ამუშავდება.
„საიჯარო პირობებზე და ფასზე არც არის საუბარი, მაგრამ საუბარია, რა პირობებით ისარგებლებენ სტუდენტები ამ საბაგიროთი მგზავრობის შემთხვევაში. ამ თემაზე კიდევ შევთანხმდებით უნივერსიტეტთან და რაც ყველაზე მთავარია, მომდევნო თვის ბოლოდან ბაგების საბაგირო ჩაირთვება. საუბარია შეღავათიან ტარიფებზე. მე მგონია, რომ მგზავრობის დროს გარკვეული საფასური ექნება და თავის ხარჯებს ეს საბაგირო ამოიღებს.
მუნიციპალური ტრანსპორტი, განსაკუთრებით საბაგირო, არ არის მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა. ეს აუცილებელია, მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ და თან, სათანადო ხარისხით. ეს პროექტი, საჭიროებიდან გამომდინარე განხორციელდა“, – განაცხადა ხმალაძემ.