ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მეტროსადგური „გოცირიძე“ დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება
ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მეტროსადგური „გოცირიძე“ დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მეტროსადგური „გოცირიძე“ დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება.

როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები.

„ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ, დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის ინსპექციაში. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ „გოცირიძის“ მეტრო“, – განაცხადა ხმალაძემ.