ბადრი ესებუა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს
ბადრი ესებუა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

ბადრი ესებუა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულის ადვოკატი იოსებ ჯანაშია ადასტურებს.

ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და ვიდეომასალა უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

პირველი არხის ინფორმაციით, ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.  შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.