სოფელ ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ [ფოტო]
სოფელ ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ [ფოტო]

სოფელ ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

დაკავებული უკვე გადაიყვანეს ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და ვიდეომასალა უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.