აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთში თერმული ნისლით შეწამვლის პროცესი დაიწყო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, თერმული ნისლით შეწამვლის პროცესი დაიწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია 62 ერთეული სპეციალური ტექნიკა. ღონისძიებების მიზანი მავნებლის მოზამთრე ფაზის რიცხოვნობის შემცირებაა.
შეწამვლით სამუშაოებს კოორდინირებას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უწევენ.